воскресенье, 7 мая 2017 г.

დღე-9

      დღეს პროექტებით სწავლების დასასრულს მივუახლოვდით,ყველა მონაწილის პროექტს გავეცანით,წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და კოლეგებისაგან მოვისმინე საკმაოდ საგულისხმო და საინტერესო მოსაზრებები...ეს დამეხმარა ჩემი ნაშრომისათვის შემეხედა კრიტიკული თვალით,ასევე შევასფასე კოლეგების ნაშრომებიც და დავრწმუნდი,რომ ყველამ ძალ-ღონე არ დაიშურა,იმისათვის რომ კარგი შედეგები მიეღოთ,კომუნიკაბელურად ,ურთიერთდახმარებით შევძელით მიზნისათვის რომ მიგვეღწია.
          ,,პროექტებით სწავლება" ერთ-ერთი საინტერესო,აუცილებელი და საჭირო ტრენინგი აღმოჩნდა,სიმართლე ის არის,რომ დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი საინტერესო თუ აღმოჩნდებოდა,საკმაოდ ღრმად შევტოპე,მთელი ჩემი ძალისხმევა ამ ცხრა დღის განმავლობაში მიმართული იყო ამ ტრენინგისაკენ და ვშრომობდი თავდაუზოგავად,ყოველი ნაბიჯი ახალი იდების ხორცშესხმას უწყობდა. ეს ცოდნა ყოველთვის დამეხმარება სკოლაში გამოვიყენო აქტიურად და სასარგებლოდ.
          დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს გვანცა სალიას,რომელიც ძალიან პოზიტიური და შრომისმოყვარეა,მადლობა გვანცა ყველაფრისათვის!!!
               

Комментариев нет:

Отправить комментарий