воскресенье, 7 мая 2017 г.

დღე-9

      დღეს პროექტებით სწავლების დასასრულს მივუახლოვდით,ყველა მონაწილის პროექტს გავეცანით,წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და კოლეგებისაგან მოვისმინე საკმაოდ საგულისხმო და საინტერესო მოსაზრებები...ეს დამეხმარა ჩემი ნაშრომისათვის შემეხედა კრიტიკული თვალით,ასევე შევასფასე კოლეგების ნაშრომებიც და დავრწმუნდი,რომ ყველამ ძალ-ღონე არ დაიშურა,იმისათვის რომ კარგი შედეგები მიეღოთ,კომუნიკაბელურად ,ურთიერთდახმარებით შევძელით მიზნისათვის რომ მიგვეღწია.
          ,,პროექტებით სწავლება" ერთ-ერთი საინტერესო,აუცილებელი და საჭირო ტრენინგი აღმოჩნდა,სიმართლე ის არის,რომ დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი საინტერესო თუ აღმოჩნდებოდა,საკმაოდ ღრმად შევტოპე,მთელი ჩემი ძალისხმევა ამ ცხრა დღის განმავლობაში მიმართული იყო ამ ტრენინგისაკენ და ვშრომობდი თავდაუზოგავად,ყოველი ნაბიჯი ახალი იდების ხორცშესხმას უწყობდა. ეს ცოდნა ყოველთვის დამეხმარება სკოლაში გამოვიყენო აქტიურად და სასარგებლოდ.
          დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს გვანცა სალიას,რომელიც ძალიან პოზიტიური და შრომისმოყვარეა,მადლობა გვანცა ყველაფრისათვის!!!
               

суббота, 6 мая 2017 г.

დღე-8

დღეს შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რომელიც დაგვეხმარება პროექტი უფრო გასაგები,საინტერესო და მოსწავლეთათვის გასაგები გახადოს.ეს დამეხმარება ზუსტად და კარგად განვსაზღვრო რა შესაძლებლობები,რესურსაები,აქტივობები გამომადგება პროექტის განსახორციელებლად.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

დღე-7

   ჩვეულებრივად სამუშაო განწყობით დავიწყეთ დღე,ვისწავლეთ ინდივიდუალურად ჩატარებული კვლევის  რუბრიკები,მოსწავლის პრეზენტაციის შეფასება,შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასება ბლუმისა და გარდნერის დავალებების მიხედვით,რომელიც მართლაც მრავალმხრივად აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს...და აძლევს მოსწავლეს მრავალმხრივ შესაძლებლობებს გამოავლინოს საკუთარი უნარები...მოვარგო მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები მათი შესაძლებლობების ფარგლებში.

  

суббота, 29 апреля 2017 г.

დღე-6

   დღე დავიწყეთ პრეზენტაციების განხილვით და შეფასებებით...რაც დაგვეხმარება სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში...ვისწავლე მოსწავლეთა პროექტების შეფასება,როგორ ჩავაბათ მოსწავლეები პროექტებსა და პრეზენტაციების შექმნაში,ისე,რომ მოტივაცია ჰქონდეს...ეს მეთოდები აუცილებლად დამეხმარება,რომ სწავლებისას გავიდე მაღალ სააზროვნო დონეზე და ეფექტურად გამოვიყენო ყველა მეთოდი სამომავლოდ.

воскресенье, 23 апреля 2017 г.

დღე-5

    გამომდინარე იქიდან,რომ ვაგრძელებთ აქტიურად სწავლას,დღეს საკმაოდ ხალისიანი და საინტერესო გაკვეთილი იყო,ვისწავლე როგორ შევქმნა  ჯგუფი ინტერნეტსივრცეში,სადაც გავაწევრიანებ, ან გავწევრიანდებით ადამიანები საერთო საქმის ან ინტერესების გათვალისწინებით ,აგრეთვე ვისწავლე პრეზენტაციის შექმნა პროექტისათვის ისე,რომ  სწორად მივუთითო ინტერნეტ მისამართი და წყაროს წარმომავლობა ლიტერატურის გამოყენებისათვის.

суббота, 22 апреля 2017 г.

დღე-4

     წვიმიანი ამინდის მიუხედავად (და რაღაცნაირი განწყობის) ,ვფიქრობ საოცრად კარგი და ნაყოფიერი დღე იყო ...გამომდინარე იქიდან,რომ დღეს შევისწავლე პროექტზე მუშაობის გეგმა დეტალურად  ,მოსწავლის შეფასების გეგმა. ეს ალბათ პროექტზე მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. 

воскресенье, 9 апреля 2017 г.

დღე -3

    დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი და ინფორმაციით დახუნძლული დღე იყო,რადგან ვისწავლე პროექტში როგორ შევიტანო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სტანდარტები ჩემი საგნის მიხედვით .ასევე როგორ შევქმნა რესურსი ინტერნეტის გამოყენებით,კერძოდ ბუკლეტი ,რომელიც დამეხმარება ფართო საზოგადოებას გავაცნო
ჩემი პროექტის შესახებ ,ასევე შევისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები როგორ დავსვა და როგორ მოვარგო საკუთარ პროექტს.... დიდი მადლობა ამ სიახლეების შესწავლისათვის.