ჩვეულებრივად სამუშაო განწყობით დავიწყეთ დღე,ვისწავლეთ ინდივიდუალურად ჩატარებული კვლევის რუბრიკები,მოსწავლის პრეზენტაციის შეფასება,შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასება ბლუმისა და გარდნერის დავალებების მიხედვით,რომელიც მართლაც მრავალმხრივად აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს...და აძლევს მოსწავლეს მრავალმხრივ შესაძლებლობებს გამოავლინოს საკუთარი უნარები...მოვარგო მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები მათი შესაძლებლობების ფარგლებში.
воскресенье, 30 апреля 2017 г.
суббота, 29 апреля 2017 г.
დღე-6
დღე დავიწყეთ პრეზენტაციების განხილვით და შეფასებებით...რაც დაგვეხმარება სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში...ვისწავლე მოსწავლეთა პროექტების შეფასება,როგორ ჩავაბათ მოსწავლეები პროექტებსა და პრეზენტაციების შექმნაში,ისე,რომ მოტივაცია ჰქონდეს...ეს მეთოდები აუცილებლად დამეხმარება,რომ სწავლებისას გავიდე მაღალ სააზროვნო დონეზე და ეფექტურად გამოვიყენო ყველა მეთოდი სამომავლოდ.
воскресенье, 23 апреля 2017 г.
დღე-5
გამომდინარე იქიდან,რომ ვაგრძელებთ აქტიურად სწავლას,დღეს საკმაოდ ხალისიანი და საინტერესო გაკვეთილი იყო,ვისწავლე როგორ შევქმნა ჯგუფი ინტერნეტსივრცეში,სადაც გავაწევრიანებ, ან გავწევრიანდებით ადამიანები საერთო საქმის ან ინტერესების გათვალისწინებით ,აგრეთვე ვისწავლე პრეზენტაციის შექმნა პროექტისათვის ისე,რომ სწორად მივუთითო ინტერნეტ მისამართი და წყაროს წარმომავლობა ლიტერატურის გამოყენებისათვის.
суббота, 22 апреля 2017 г.
დღე-4
წვიმიანი ამინდის მიუხედავად (და რაღაცნაირი განწყობის) ,ვფიქრობ საოცრად კარგი და ნაყოფიერი დღე იყო ...გამომდინარე იქიდან,რომ დღეს შევისწავლე პროექტზე მუშაობის გეგმა დეტალურად ,მოსწავლის შეფასების გეგმა. ეს ალბათ პროექტზე მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
воскресенье, 9 апреля 2017 г.
დღე -3
დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი და ინფორმაციით დახუნძლული დღე იყო,რადგან ვისწავლე პროექტში როგორ შევიტანო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სტანდარტები ჩემი საგნის მიხედვით .ასევე როგორ შევქმნა რესურსი ინტერნეტის გამოყენებით,კერძოდ ბუკლეტი ,რომელიც დამეხმარება ფართო საზოგადოებას გავაცნო
ჩემი პროექტის შესახებ ,ასევე შევისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები როგორ დავსვა და როგორ მოვარგო საკუთარ პროექტს.... დიდი მადლობა ამ სიახლეების შესწავლისათვის.
ჩემი პროექტის შესახებ ,ასევე შევისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები როგორ დავსვა და როგორ მოვარგო საკუთარ პროექტს.... დიდი მადლობა ამ სიახლეების შესწავლისათვის.
суббота, 8 апреля 2017 г.
დღე-2
დღეს პროექტის დაგეგმვის შესწავლაში კიდევ ერთხელ გადავდგი წინ რამოდენიმე ნაბიჯი,დეტალურად გავეცანი პროექტის დაგეგმვას,მის უპირატესობებს,დადებით მხარეებს,უნდა ვაღიარო,რომ საკმაოდ რთული მეგონა ,მაგრამ ყველაფერი კარგად და საინტერესოდ შევისწავლე და ძალიან კმაყოფილი ვარ.... მომწონს ჩემი პროექტის თემაც,ვფიქრობ საინტერესო გამოვა.ეს ყველაფერი ნამდვილად გამომადგება მომავალში....
და კიდევ....მიხარია,რომ ჩემი ტრენერი არის გვანცა სალია,დაუღალავი,აქტიური,თავისი საქმის კარგი მცოდნე...მადლობა გვანცას მრავალგზის!!!
воскресенье, 2 апреля 2017 г.
დღე-1
სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რისთვის და რატომ მოვდიოდი,მაგრამ პირველივე დღეს დავრწმუნდი,რომ წინ დიდი და საინტერესო საქმე მელოდება,დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო ტრენინგის დღეს,რათა გავიგო იმ სიახლეების შესახებ,რასაც პროექტებით სწავლება ჰქვია,ვფიქრობ ეს ყველაფერი მომავალში ნამდვილად გამომადგება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში,მოკლედ ბევრის მოლოდინი მაქვს და იმედია იმედი არ გამიცრუვდება...
Подписаться на:
Сообщения (Atom)